სომხურ-ქართული მეგობრობა კულტურისა და ხელოვნების გარშემო

სომხურ-ქართული მეგობრობა კულტურისა და ხელოვნების გარშემო

სომხეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, მოეწყო კულტურული საღამო, რომელიც მიეძღვნა სომხური კინოს დიდ მსახიობს ფრუნზიკ მკრტჩიანს და ქართული კინოს ცნობილ მსახიობს სოფიკო ჭიაურელს.

საღამოს განმავლობაში ვუყურეთ მსახიობების მონაწილეობით ფილმებიდან ნაწყვეტებს, გავიხსენეთ მათი მდიდარი შემოქმედებითი გზა და დაუვიწყარი ხელოვნების ეპიზოდები.
აღსანიშნავია, რომ საღამო არა მხოლოდ ორი დიდი არტისტის ხსოვნისა და მიღწევების პატივისცემის შემთხვევა იყო, არამედ საუკუნოვანი სომხურ-ქართული მეგობრობის, კულტურული დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის ულამაზესი გამოვლინებაც.
ფრუნზიკ მკრტჩიანისა და სოფიკო ჭიაურელის ხელოვნებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კულტურა ხალხების გამაერთიანებელი ძლიერი ხიდია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუმრები.
GE