ჩვენ ვსწავლობთ რეალურ ცხოვრებაში

ჩვენ ვსწავლობთ რეალურ ცხოვრებაში

ღია გარემოში ღია ცის ქვეშ გაკვეთილების ორგანიზება შესანიშნავი შესაძლებლობაა როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის, რათა სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო, ცოცხალი და პირდაპირი გახადონ. ბუნების კალთაში, რეალურ გარემოში მიღებული ცოდნა უფრო შთამბეჭდავია, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება - უფრო დასამახსოვრებელი.


საგანმანათლებლო ფერმაში ჯანმრთელობის დაცვის გაკვეთილზე ვისაუბრეთ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ პირადი ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ხელების საფუძვლიანად დაბანა ცხოველებზე მოვლის, კვების ან თამაშის შემდეგ, ასევე ჰიგიენის წესების დაცვა საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად და შესაძლო ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

GE