სასწავლო წლის დასაწყისი
ახალი სასწავლო წელი ექვსი წლის ბავშვებთან ერთად მისასალმებელი თამაშით-შესავალი დავიწყეთ. შემდეგ ზოგად ტრენინგში მივიღეთ მონაწილეობა: ვიმღერეთ, ვითამაშეთ და გავაგრძელეთ საგანმანათლებლო აღლუმისთვის მზადება, ვისწავლეთ აღლუმის სიმღერები და ლექსები. დღე დავასრულეთ მზეების სერიით, ერთმანეთის მიყოლებით დავხატეთ ლამაზი, საინტერესო და უნიკალური მზეები, თითოეულს თავისი ფანტაზიით.