მშობლები აფასებენ კვლევით სამუშაოებს
11 ივნისი კოლეჯში ინგლისურ ენაზე დაწერილი სამეცნიერო ნაშრომების საჯარო პრეზენტაციის დღე იყო. სამეცნიერო ნაშრომებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წაიკითხონ როგორც სრული ნაშრომები, ასევე მიმოხილვები სტუდენტების საგანმანათლებლო ბლოგებზე. ამ რეპორტაჟში მინდოდა გადმომეცა სტუდენტების კვლევითი ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული ვერბალური კვალიფიციური შეფასებები, ასევე მშობლების სპონტანური და იმპროვიზირებული თბილი სიტყვები.