ჩვენი ბავშვობის თამაშები
დღე თბილი და გულწრფელი საუბრით დავიწყეთ, რომლის დროსაც მშობლებმა სიამოვნებით გაგვიზიარეს ბავშვობის თამაშები და სასიამოვნო მოგონებები. შეიქმნა ნდობის, ინტერესისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო, სადაც თითოეულმა მშობელმა იგრძნო, რომ მათი გამოცდილება და ისტორიები ყველასთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იყო.
ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ნაწილი იყო ერთობლივი შეხვედრა, სადაც მშობლები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ პროექტში. მათ სიამოვნებით წარმოადგინეს ბავშვობის თამაშები, შემდეგ კი ყველამ ერთად ვითამაშეთ, დავტკბით თბილი კომუნიკაციითა და ბედნიერი მომენტებით.
დღის ბოლოს ყველამ ერთად განიხილა თავისი შთაბეჭდილებები, გაგვიზიარა, რომელი თამაშები მოეწონათ ყველაზე მეტად და რა ახალი რამ ისწავლეს ამ შეხვედრიდან. ეს ლამაზი და დაუვიწყარი დღე თბილ მოგონებად იქცა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის.