მოდა, გამოცდილება და შთაგონება: შეხვედრა დიზაინერთან
მაისის შეკრების ფარგლებში, დღეს კოლეჯში ვუმასპინძლეთ Manch Misaki ბრენდის დამფუძნებელს, ჰრაჩუი მარტიროსიანს. შეხვედრა თბილ, შინაარსიან და შთამაგონებელ ატმოსფეროში წარიმართა, სადაც პროფესიული გამოცდილება და შემოქმედებითი აზროვნება იყო შერწყმული.
სტუმარმა წარმოადგინა თავისი ბრენდის შექმნის ისტორია, პირველი ნაბიჯები, იდეის ჩამოყალიბება, სირთულეების დაძლევა და განვლილი გზა. ასევე შეეხო ტანსაცმლის შექმნის პროცესს, გამოავლინა დიზაინერული აზროვნების, მასალების შერჩევისა და ბრენდის იდენტობის ფორმირების მნიშვნელოვანი ასპექტები.
სტუდენტებისთვის შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის სესია იყო, რომლის დროსაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, მიეღოთ პროფესიული რჩევები და უფრო ღრმად გაერკვნენ მოდის ინდუსტრიის თავისებურებებში.
შეხვედრა მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა, რომელმაც არა მხოლოდ ღირებული ცოდნა გადასცა, არამედ შთააგონა სტუდენტები, გაეგრძელებინათ შემოქმედება, დაეჯერებინათ საკუთარი იდეების და ჩამოეყალიბებინათ საკუთარი გზა მოდის სამყაროში.