პროექტის „წმინდა აღდგომა“ შეჯამება

პროექტის „წმინდა აღდგომა“ შეჯამება

ამ მშვენიერ გაზაფხულის დღეებში ჩვენს სკოლაში აღდგომის თემაზე საინტერესო და შინაარსიანი პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ხორბლის თესვის პროცესში: ისინი საკუთარი ხელით თესავდნენ ხორბალს, ფრთხილად რწყავდნენ და დღითი დღე აკონტროლებდნენ მის ზრდას. მოყვანილი ქერი არა მხოლოდ გაზაფხულისა და სიცოცხლის სიმბოლოდ, არამედ მოსწავლეთა მოთმინებისა და ზრუნვის შედეგადაც იქცა.

მოსწავლეებმა ასევე დიდი სიყვარულით შექმნეს საკუთარი ალაოს ტკბილეული, რითაც გამოავლინეს შემოქმედებითი მიდგომა და ესთეტიკური გემოვნება. ასევე, 3 აპრილს გასამართ გამოფენაზე წარმოგიდგენთ დასრულებულ ნამუშევრებს.

GE