თიხის გულსაკიდები
პროექტის „დედის ოდას“ ფარგლებში, ჩვენ ვიმუშავეთ თიხასთან. ვისაუბრეთ თიხასთან მუშაობის თავისებურებებზე, ერთად შევისწავლეთ მოსწავლეთა გრძნობები და ემოციები შემოქმედებითი პროცესის დროს. თიხა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ფანტაზია, განავითარონ წვრილი მოტორიკა, მოთმინება და შემოქმედებითი აზროვნება. თიხასთან მუშაობისას მოსწავლეები ასევე სწავლობენ მასალის შეგრძნებას.
დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით, მათი მეგობრის, ანაჰიტის დახმარებით, მათ დედებისთვის დაამზადეს ულამაზესი თიხის გულსაკიდები, რომელშიც თავიანთი სითბო და სიყვარული ჩადეს.