მათემატიკის დღე სასწავლო კომპლექსში
16 თებერვალს, სასწავლო დღე ზეპირი არითმეტიკით დავიწყეთ. თავდაპირველად, კლასში დამსწრე მოსწავლეები დავითვალეთ, ამოცანები ჩამოვაყალიბეთ და ამოვხსენით.
დღე გაგრძელდა თამაშითა და კვლევითი აქტივობებით. ზეპირი არითმეტიკის შემდეგ, მოსწავლეებმა ისაუბრეს მათთვის სასურველ რიცხვზე და წარმოადგინეს ყველა შესაძლო ინფორმაცია (კენტი-ლუწი, ერთნიშნა-ორნიშნა, წინა-შემდეგი, მეზობელი რიცხვები...). ამ სამუშაომ ხელი შეუწყო რიცხვების სტრუქტურისა და თვისებების უფრო შეგნებულ აღქმას.
მოსწავლეები აქტიურად და ინტერესით მუშაობდნენ. თითოეულმა დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინა არჩეული ნომერი და ასევე მოისმინა მეგობრების აღმოჩენები. დღემ თანამშრომლობისა და სიხარულის ატმოსფეროში ჩაიარა.