12-16 იანვრის სამუშაო კვირის ანგარიში
რადგან იანვარი გოგრის მოყვანის თვედ გამოცხადდა, გადავწყვიტეთ, გაფართოებული დღის მოსწავლეებთან ერთად გოგრის მურაბა და ღაპამა გაგვეკეთებინა. მათ მომზადებაში დასახმარებლად ჩვენი სკოლის ექთანი-ჯანდაცვის სპეციალისტი, ქალბატონი ანუში მოვიწვიეთ. ქალბატონმა ანუშმა გოგრის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა, მოსწავლეებმა დაამატეს ის, რაც იცოდნენ და საინტერესო საუბრით შევავსეთ ოქროსფერი გოგრის მურაბა და სურნელოვანი ღაპამა. მეორე დღეს ერთ-ერთმა მოსწავლემ, არეგმა, სკოლაში გოგრა მოიტანა. გოგრა არეგის ბაბუამ სოფელში, მის ბოსტანში გაზარდა. ძალიან გემრიელი იყო!