თამაშის საშუალებით სწავლის დღე სათამაშო ცენტრში

თამაშის საშუალებით სწავლის დღე სათამაშო ცენტრში

„ცნობისმოყვარეების“ რაზმი იანვრის ბანაკის ფარგლებში სათამაშო სახლს ესტუმრა. ვიზიტის დროს ბანაკის მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ სხვადასხვა განმავითარებელ და მობილურ თამაშებში, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და სიამოვნებით ერთვებოდნენ შემოქმედებით პროცესში.

ვიზიტის მთავარი მიზნები იყო: წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, კონსტრუქციული და ლოგიკური აზროვნების განვითარება, მათემატიკური და გეომეტრიული ცოდნის ჩამოყალიბება და არსებული მარაგის გამდიდრება, არასაჭირო ძველი ნივთებისთვის ახალი „სიცოცხლის“ მინიჭების იდეის განხორციელება, ასევე წვრილი მოტორიკის განვითარება.

GE