„უსაფრთხო და დაცული საგანმანათლებლო გარემო“: ტრენინგი საშუალო სკოლის მასწავლებლებთან
„უსაფრთხო და დაცული საგანმანათლებლო გარემოს“ ტრენინგების სერიის გაგრძელებისას, საშუალო სკოლის მასწავლებლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მასწავლებლებს წლევანდელი თემა - „უსაფრთხო და დაცული საგანმანათლებლო გარემო“ წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, მათ იდეებში განვიხილეთ, თუ როგორი უნდა იყოს ის. განვიხილეთ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პუნქტები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უსაფრთხო და დაცული გარემოს შენარჩუნებასთან დაკავშირებით, შევადარეთ ისინი საგანმანათლებლო კომპლექსის გარემოს და გავმართეთ დისკუსიები. შემდეგ ვისაუბრეთ ძალადობაზე, მის სახეობებზე, განვიხილეთ სხვადასხვა შემთხვევა და ასევე ცალკე განვიხილეთ ბულინგის საკითხი. ვრცელი დისკუსია გვქონდა მათ პრევენციაზე, მასწავლებლებმა წარმოადგინეს სიტუაციები და შემთხვევები და შემოგვთავაზეს მათი გადაჭრის გზები. შეხვედრა მოკლე ვიდეორგოლის ყურებით დავასრულეთ.