ზღარბების შესახებ

ზღარბების შესახებ

მესამე კლასელებს უყვართ შემოქმედება. დღეს მათ ზღარბი საკუთარი ფანტაზიით, დამოუკიდებლად და საკუთარი იდეების მიხედვით შექმნეს. შემდეგ კი ზღარბებზე საოცარი ზღაპრები მოიგონეს. ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი პროცესის თვალყურის დევნება, თუ როგორ ამზადებდნენ, აყალიბებდნენ, ირჩევდნენ საჭირო ფერებს და ამატებდნენ სხვა საგნებს. მოსწავლეები თავისუფლად და შეუზღუდავად ქმნიდნენ, შეიძლება ითქვას, მასწავლებლის ხელმძღვანელობის გარეშე. მოსწავლეთა დღე მხიარული და მოვლენებით დატვირთული იყო.

GE