მესამე სასწავლო მეთოდური კონფერენცია

სსიპ თბილისის N37 საჯარო სკოლის სასწავლო-მეთოდური კონფერენცია — პროფესიული ზრდის, თანამშრომლობისა და შთაგონების სივრცე
2025 წლის 20 ივნისს, სსიპ ქალაქ თბილისის N37 საჯარო სკოლამ გამართა მესამე სასწავლო-მეთოდური კონფერენცია, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული დიალოგის, ცოდნის გაზიარების და სამომავლო თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს პლატფორმად იქცა.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ -სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლარისა მელაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ჩხაიძე.