ზაფხულის ბანაკი

ჩვენს საგანმანათლებლო კომპლექსში მეოთხე სასწავლო პერიოდი ზაფხულის სასწავლო ბანაკია. ძალიან მომწონს ზაფხულის ბანაკი. რინა შაგინიანის რაზმი ავირჩიე. ბანაკის დღე დღის წესრიგის მიხედვით, ზოგადი შესვენებით იწყება. ჩვენი ბანაკის პროექტია „კულტურის შენარჩუნების“ პროექტი. ვისაუბრეთ სომხური ტრადიციული ხელნაკეთობების სახეობებზე, მაგალითად, ხალიჩების ქსოვა, ხაჩკარები, ხალხური მუსიკა. შევისწავლეთ ისტორია, მნიშვნელობა. მე შევისწავლე ინფორმაცია ცბეხის შესახებ. „კულტურის შენარჩუნების“ პროექტის ფარგლებში ვესტუმრეთ ხალხური ხელოვნების მუზეუმს. სომხეთში საქართველოს საელჩოს მოწვევით, მონაწილეობა მივიღე „ერისიონის“ - ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წარმოდგენაში.
ბანაკის დროს სხვადასხვა საინტერესო გაკვეთილი გვქონდა: მათემატიკა კანონის გარეშე, ვმონაწილეობდით სხვადასხვა სპორტში: ფეხბურთში, ფრენბურთში, ველოსპორტი, სხვადასხვა თამაშებს ვთამაშობდით. წლევანდელი ზაფხულის ბანაკი ძალიან საინტერესო იყო.