ონლაინ შეხვედრა

6 აპრილს გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო განათლების ხელმძღვანელთან, ქალბატონ მაკა ბიბილეიშვილთან და კიდევ ერთ თანამშრომელთან. მოკლედ წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის სომხურ-ქართული ხიდების 16 წლიანი ისტორია და ყოველწლიური პროექტი ქართული დღეების საგანმანათლებლო კომპლექსში. ქართველი კოლეგები დიდი ენთუზიაზმით უსმენდნენ, დატვირთული სამუშაოს გამო, ამჯერად ქართული ენის დღეებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, თუმცა ერთობლივი პროექტების წინადადებებით საგანმანათლებლო კომპლექსს უახლოეს მომავალში დაჰპირდნენ.
საქართველოს სამოქალაქო განათლების არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს სოციალური მეცნიერებების მასწავლებლებთან.