ეღიშე ჩარენც

ეღიშე ჩარენცი 1897 წელს დაიბადა ყარსში, ოჯახში რომელიც ხალიჩების ვაჭრობაში იყო ჩართული. მისი ოჯახი წარმოშობით ირანის სომხეთის სომხური თემიდან იყო. ის ჯერ დადიოდა სომხურ დაწყებით სკოლაში, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა ყარსის რუსულ ტექნიკურ საშუალო სკოლაში. დიდ დროს უთმობდა კითხვას. მალე მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი.
1915 წელს ჩარენცი ვანში გაგზავნეს. მან აქ განცდილი ემოციები და შთაბეჭდილებები აღწერა მის ლექსებში. ფრონტი დატოვა ერთი წლის შემდეგ და დადიოდა მოსკოვის შანიავსკის სახალხო უნივერსიტეტში. ომის და სომხების გენოციდის შემდეგ, ის გახდა ბოლშევიკების გულმოდგინე მხარდამჭერი, ის ბოლშევიკებს სომხეთის გადარჩენის ერთადერთ იმედად მიიჩნევდა.