ჰოვანეს თუმანიანი

ჰოვანეს თუმანიანი

ჰოვანეს თათევოსის ძე თუმანიანი დაიბადა 19 თებერვალი 1869, სოფელ დსეღში,  სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

პირველდაწყებითი განათლება სოფელში მიიღო. შემდეგ ჯალალოღლის ოთხკლასიან სასწავლებელში და თბილისის ნერსესის სემინარიაში სწავლობდა. სწავლას მოწყურებულმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. მალე გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მისი ადრინდელი ნაწარმოებებია „ძაღლი და კატა“, „უიღბლო ვაჭრები“ . თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო. წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალური-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო. მისი საუკეთესო პოემებია „ანუში“, „მარო“, „თმოგვის ციხის აღება“, სომხების საგმირო თქმულებების საფუძველზე შექმნა პოემა „დავით სასუნცი“. ფართოდაა ცნობილი თუმანიანის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი („ერთი წვეთი თაფლი“, „გულადი ნაზარა“ . თუმანიანის მოთხრობები სომხური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებია. მათში მართლადაა გადმოცემული გლეხკაცის ფსიქოლოგია. თუმანიანი ოპტიმისტი მწერალი იყო. სწამდა თავისი სამშობლოსა და მშრომელი ხალხის ნათელი მომავალი. იგი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - „შერიგება“, „საქართველოს შესახებ“, „საქართველოს სული“, „საქართველოს პოეტებს“ და სხვა. თუმანიანის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა.
GE