• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • Türkçe
  • العربية

კულტურული მრავალფეროვნების დღე ბოლნისში

ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანმა“ სამი დღით სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა.  „საგანმანათლებლო ხიდი“- ერქვა პროექტს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყო. სტუმრები გაეცნენ ბოლნისისა და სოფელ ხაჩინის სახლ-მუზეუმებს, ჩაერთვნენ სკოლის სასწავლო პროცესში, გაიხსნა სოციალური გარდერობი და „სომხურ-ქართული თანამეგობრობის კლუბის. კლუბის“ ინიციატივით   მოეწყო ინტელექტუალური თამაში თემაზე „რა ვიცით ლიტვაზე“. ვიქტორინაში შვიდი სკოლა მონაწილეობდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თემატური ნომრები. სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა ვიქტორინაში გამარჯვებულები. პირველი ადგილი რატევანის საჯარო სკოლამ, მეორე ერევანის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებმა, მესამე კი თბილისის სკოლა „ივერიამ“ დაიკავა. მონაწილეები დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
 
პროექტის მიზანია პედაგოგიური გამოცდილების გაცვლა-გაზიარება, სკოლების შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობა, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საქართველოს და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები სხვადახვა ერის, კულტურის, ტრადიციების, ისტორიის გაცნობა, საზოგადოების დაახლოება და ქვეყნებს შორის თანამეგობრობის ხიდის გადება. პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებმა, თბილისის სკოლა „ივერიამ“, ჩიბათისა და ბოლნისის რამოდენიმე სკოლამ.
 
ღონისიებები ბოლნისში სკოლა „დავითიანმა“ მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დახმარებით განახორციელა.
 
-პროექტის ფარგლებში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, სამდღიანი ვიზიტით სომხეთის დელეგაცია გვესტუმრა. ღონისძიებები დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, რომელსაც ესწრებოდნენ  ლიტვის საელჩოს წარმომადგენლებიც. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი ლიტვა-საქართველოს მეგობრობის წელია, ამიტომ გადავწყვიტეთ ვიქტორინა ლიტვის თემატიკას შეხებოდა. ღონისძიების დასასრულს ქალაქის ცენტრში სოციალური გარდირობი გავხსენით,  ყველას შეუძლია, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები მოიტანოს. ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე და დავეხმაროთ სხვებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის“. – აღნიშნა სკოლა „დავითიანის“ დირექტორმა და პროექტის ორგანიზატორმა მარინა გორშკოვამ.