• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

დიდი მეგობრობა

მოგეხსენებათ პირველად ვიყავი სომხეთში და პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ...მხითარ სებასტაცის სახელობის სკოლა, ფარაჯანოვის სახლმუზეუმი, ეჩმიაძინის, წმინდა გაიანეს და რიფსიმეს უძველესი ტაძრები, სომხური კულტურა-სწავლება, ცეკვა და სიმღერა, ეს ყველაფერი უზომოდ საინტერესო იყო. გარდა ამისა ბავშვებისგან და მასწავლებლებისგან მკვეთრად იგრძნობოდა გულწრფელი სითბო და ყურადღება. როგორც ჩვენ, ქართველები ასევე სომეხი ბავშვებიც დაინტერესებულნი იყვნენ ქართული კულტურით. შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ შეესწავლათ ქართული ცეკვა თუ სიმღერა, რაც მე ძალიან მახარებდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ჩვენ ვისწავლეთ თიხაზე მუშაობა და გავეცანით ხელნაკეთი ნივთების წარმოებას. ყველაზე მთავარი, რაც შეეხება სკოლას: სკოლა არის ძალიან კეთილმოწყობილი, სიყვარულით და სითბოთი სავსე.. სწავლის დონე უმაღლესი, ყველაზე მეტად კი ის მომეწონა რომ ბავშვებს არაკარგინებენ კულტურას და ყოველ დღეს ტრადიციულად სომხური ნაციონალური ცეკვებითა და სიმღერებით იწყებენ. 
მადლობა მინდა მოვუხადო მხითარ სებასტაცის სკოლის ადმინისტრაციას,ჩვენს ქორეოგრაფებს, ქალბატონ რინას და ყველა იმ პირს რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ დიდ ორგანიზებაში. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა მყარად შემდგარიყო...