• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • Türkçe
  • العربية
 

მშრალი ხიდის“ ბაზრობა

„მშრალი ხიდის“ ბაზრობა თბილისის ისტორიულ ნაწილში. აქ შეიძლება წააწყდეთ ყველა იმ სუვენირს და ნივთს, რომელზეც ოდესმე გიოცნებიათ.
ფრო მეტიც, ტრადიციული, ტურისტებზე გათვლილი ნივთების გარდა აქ შეიძლება ნახოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მედლები, ძველი მინანქრის ნაკეთობები, საბჭოთა კიჩი, ხელნაკეთი სამკაულები (ხანდახან ძალიან ლამაზი და დახვეწილი), ძველი კამერები და  მრავალი სხვა რამ, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
აქვე შეიძლება ნახოთ ორიგინალური ნივთები საბჭოთა კავშირიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, საკუთრივ საქართველოდან და თვით სომხური, ან აზერბაიჯანული წარმოშობისაც კი.
აქ იყიდება უამრავი წვრილმანი, რომლებიც ელიან, როდის აირჩევთ მათ და ადგილს სახლში მიუჩენთ.
ძალიან ბევრი ზეთში და აკვარელში შესრულებული ტილო ელოდება მომავალ მფლობელს. ხასხასა ფერებში გადაწყვეტილ ნახატებზე ნამდვილად იგრძნობა ის ლაღი და მხიარული განწყობა, რომელისაც ყველა ტურისტს გრძნობს საქართველოში მოგზაურობისას.
 

Comments

Add new comment

In mskh.am, Armenian comment with Latin letters will not publish.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.